ესპანეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 წლის ქართველი გოგონა ემსხვერპლა. ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც დედა მეორე ბავშვს უვლიდა, რომელიც სხვა ოთახში ტიროდა.
„უბედური შემთხვევა, რომელსაც 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, ნუება ტორებიეხას რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. გოგონა, სავარაუდოდ, ცდილობდა, ბინის აივანზე, ტანსაცმლის გასაშრობი თოკიდან რაღაც ნივთის აღებას, რა დროსაც მე-6 სართულიდან გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, გოგონას გადარჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ლამის 1 საათი ცდილობდა, სამწუხაროდ, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა”, – წერს ესპანური მედია.