საქალაქო სასამართლოში პატიმარმა ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს.
ახალაზრდა კაცმა სასამართლოში ყელი გამოიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ პატიმარი კლინიკაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის უცნობია, როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.