„სტატუსი ჩვენ აქამდეც უნდა მიგვეღო”- ანრი ოხანაშვილი

ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენს ქვეყანას ერთადერთი გზა აქვს, ეს არის ევროინტეგრაცია, რომელიც აირჩია ხალხმა და ამ გზას მიჰყვება საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსი აქამდეც უნდა მიეღო ქვეყანას.

„სტატუსი ჩვენ აქამდეც უნდა მიგვეღო, ეს თავად ევროპულმა სტრუქტურებმაც დაადასტურეს. დროა, ევროპამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას საქართველოში და დამსახურებაზე დაფუძნებით ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოანიჭოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები