,,სააკაშვილის შემოგორება საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით” – კალაძე

სააკაშვილის ქეისი, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთვის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ მეგობრების ხელით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა.

,,ეს არის დაგეგმილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მარტო ხელისუფლებაზე არ არის საუბარი, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. თავიდან ბოლომდე სააკაშვილის ქეისი რომ ავიღოთ, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთი, ეს თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი იყო, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ. ჩაუვარდათ, იმიტომ რომ ჩვენმა შესაბამისმა სპეცსამსაუხრებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე.

პირველივე დღიდან, დააკვირდით, როგორც კი მოხდა სააკაშვილის დაკავება, დაპატიმრება, მაშინვე ჩაერთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს შესაბამისი რამ, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ, პირველ რიგში, ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია. ეს არის რეალობა ამასთან დაკავშირებით”,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები