დიღომში გარდაცვლილ გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლში გადაასვენეს. როგორც ირკვევა, ოჯახმა მოზარდის ცხედრის გაკვეთაზე უარი განაცხადა.
„ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია“, – განაცადა გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ.
ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაერთი ვერსია ვრცელდება.
,,დავიღუპეთ…მოწამვლა ხომ არ იყო?! ჩვენ სულ სხვანაირად გვაგიჟებენ”- გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა