რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. 5-სართულიან კორპუსზე დარტყმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანი ამოიყვანეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.