„ქალბატონო მარიამ, ტელეფონი ხელს გიშლით და შეინახეთ“- მიმართა მოსამართლემ ჯიშკარიანს.
ტელეფონის განმეორებით გამოყენების შემდეგ, მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანი სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
„ქალბატონო მარიამ, გაძევებული ხართ სხდომის დარბაზიდან წესრიგის დარღვევის გამო და კიდევ იმის გამო, რომ სხვა ექსპერტს კარნახობთ, რა უპასუხოს მხარეების შეკითხვებს. ეს კიდევ უფრო ცუდი საქციელია, ვიდრე წესრიგის დარღვევა“, – მიმართა მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანს.
ჯიშკარიანმა მოსამართლეს უპასუხა: „გეტყვით რა ვუთხარი, მე გახლდით ექსპერტიზის ხელმძღვანელი“.