ბრიუსელში, მეტროსადგურ შუმანზე ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
მედიის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.
თავდასხმის მოტივი და დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.