,,რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

​„რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში – ბრძოლის ველზეც და იმაშიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დარჩეს არცერთი ნანგრევი, რომ ჩვენ შევძლოთ ყველაფრის აღდგენა და დამტკიცება, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“,- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს.

„ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაში. ასევე იმაზე, თუ რა გვჭირდება უკრაინის აღდგენის კონტექსტში. მიკოლაევი არის ქალაქი, რომლის აღდგენაზეც დანიამ პატრონაჟი საკუთარ თავზე აიღო. ეს საჭიროებს პროექტებს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის სფეროებში, სოციალურ სფეროში, წარმოებაში. განსაკუთრებით საგრძნობია მიკოლაევისთვის წყლის გაწმენდა, რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული ნორმალური წყალმომარაგების აღდგენა. უკვე დაწყებულია შესაბამისი პროექტის განხორციელება დანიის მონაწილეობით. თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აღდგენისთვის და მოდერნიზაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები