36 წლის ქალმა მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან „თბილისოში“ ქართველი მზარეული და ამავე რესტორნის მფლობელი მოკლა.
დაპირისპირება თანამშრომლებს შორის სამზარეულოში დაიწყო. 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქემ ქართველ მზარეულს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
50-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.