რუსეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს – დაკავებულია 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქე

36 წლის ქალმა მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან „თბილისოში“ ქართველი მზარეული და ამავე რესტორნის მფლობელი მოკლა.

დაპირისპირება თანამშრომლებს შორის სამზარეულოში დაიწყო. 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქემ ქართველ მზარეულს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

50-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.

მსგავსი თემები