ინდონეზიის კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 268-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
დაშავებულია ათასზე მეტი მოქალაქე, ხოლო დაკარგულად ითვლება 151 ადამიანი.
5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს 100 კმ-ის მოშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც. სტიქიამ 22 000-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. 58 000-მდე ადამიანი კი, იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.