პოლონეთი და უნგრეთი უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვების იმპორტს  კრძალავს

უკრაინიდან პოლონეთსა და უნგრეთში  მარცვლეულია  და სხვა  პროდუქტების იმპორტი არ განხორციელდება.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს პოლონეთში მარცვლეულის, ასევე სურსათის სხვა ათობით სახეობის იმპორტს“, – აღნიშნულია  პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის,  ლეხ კაჩინსკის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლონეთი უკრაინის უცვლელ მეგობრად და მოკავშირედ რჩება.

„ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინას, თუმცა, ყველა სახელმწიფოს, ყველა კარგი ხელისუფლების ვალდებულებაა, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესი“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

პოლონეთის აკრძალვას უნგრეთიც უერთდება.

მსგავსი თემები