უკრაინა მზად არის, გამოწვევა ჩააბაროს და მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შეასრულოს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, პირობა აუცილებლად შესრულდება.
აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება”, – აცხადებს ზელენსკი.
რაც შეეხება უკრაინის მიმართ არსებულ რეკომენდაციებს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარება; მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას; დეოლიგარქიზაციის კანონს; კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას; უმცირესობების დაცვას და სხვა საკითხებს.
ევროკავშირის ანგარიშის წარდგენა კი 2023 წელს იგეგმება.