პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შესრულდება

უკრაინა მზად არის, გამოწვევა ჩააბაროს და მიმდინარე წლის ბოლომდე  ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შეასრულოს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, პირობა აუცილებლად შესრულდება.

აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება”, – აცხადებს ზელენსკი.

რაც შეეხება უკრაინის მიმართ არსებულ რეკომენდაციებს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარება; მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას; დეოლიგარქიზაციის კანონს; კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას; უმცირესობების დაცვას და სხვა საკითხებს.

ევროკავშირის ანგარიშის წარდგენა კი 2023 წელს იგეგმება.

მსგავსი თემები