ამ წუთებში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. პოლიციაში მიიყვანეს სხვა დაკავებულებიც. მათ ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.
„გრინსერვის პლუსის” ხელძღვანელის ადვოკატიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი უფლებადამცველიც მივიდა, თუმცა, წინასწარი შეფასებები არ გაუკეთებია. ადვოკატის თქმით, მას შემდეგ შეეძლება საქმეზე საუბარი, როცა ფურცხვანიძეს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.