უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგს და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანესს ხვდება.
ქვეყნის ლიდერები ზელენსკისთან შეხვედრამდე ირპენში იმყოფებოდნენ და საკუთარი თვალით იხილეს რუსული აგრესიის კვალი.