მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი  ე.წ. საზღვრის კვეთაზე კლინიკა ,,ვივამედში” გაგრძელდება. მოსამართლემ  პროკურატურის შუამდგომლობა, გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ დააკმაყოფილა.

მიხეილ სააკაშვილის შოთა თუთბერიძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოსთვის გასვლითი სხდომის გამართვაზე შუამდგომლობით არცერთ მხარეს არ მიუმართავს.

„გვითხრეს, რომ სხდომა ტარდებოდა „ვივამედში“, ბუნებრივია, დაცვის მხარემ კოდექსზე მიუთითა და ამის გადაწყვეტა მხარეთა ინიციატივით არ შეიძლება. დღეს შუადღის შემდეგ გვაცნობეს, რომ შეიცვალა გადაწყვეტილება და სხდომა დარბაზში ჩატარდება. მე არ ვიცი, ბრალდება რა შუამდგომლობას დააყენებს. როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, შეუძლებელია, პროცესის ჩატარება. ცნობა წარდგენილი აქვს სასამართლოს ამის შესახებ. მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს, აქ ტრანსპორტირების პრობლემა არ არის მხოლოდ. დაცვის მხარის მთავარი მოთხოვნა და ინტერესი არის,ამ პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობაა. ქართველი საზოგადოება იმსახურებს ამ საქმეზე ინფორმაცია ჰქონდეს დროულად და დაცვის მხარე უზრუნველყოფს კვლავ ამას“, – განაცხადა  შოთა თუთბერიძემ.

 

მსგავსი თემები