რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საგანმანათლებლო მარათონზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი დასახულ მიზნებს განახორციელებს და გაიმარჯვებს. მისი თქმით, პუტინს მთელი ქვეყანა უჭერს მხარს.
„დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება; ჩვენ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს. პუტინს მხარს უჭერს მთელი ქვეყანა. მას მთელი თაობა უჭერს მხარს. ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას და თქვენ უკეთესად იცხოვრებთ, თქვენი უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტი“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.