,,პრობლემას შევუქმნით აბსოლუტურად ყველგან…სახე არ აქვთ, დამფრთხალი და შეშინებული არიან”- გიორგი ვაშაძე

,,ვიბრძოლებთ ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყველა სიტუაციაში,”-  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვინც სამშობლოს ღალატობს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერებიან, როგორც ფილიპე მახარაძეები და სერგო ორჯონიკიძეები.

„სრული კოორდინაცია გვაქვს ერთმანეთთან. ხედავთ, რომ სპეცრაზმის თანხლებით ატარებენ კომიტეტის სხდომებს. საქართველოს საპარლამენტო ისტორიას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს, ასე ძალადობდეს ხელისუფლება. საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ კატეგორიულად, მაქსიმალურ წინააღმდეგობას გავუწევთ რუსული კანონის მიღებას. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახოს, როგორ ვერაგ მტერთან გვაქვს საქმე, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია. პრობლემას შევუქმნით აბსოლუტურად ყველგან. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ „ქართული ოცნების“ სახით, რეალურად, საქმე გვაქვს რუსულ ძალასთან. ხომ ხედავთ, სახე არ აქვთ, დამფრთხალი და შეშინებული არიან,”- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

 

მსგავსი თემები