ოთხშაბათის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მიმდინარე წელს, კახა კუჭავა პარლამენტის მესამე თავმჯდომარეა, რომელიც სპიკერის პოზიციას ტოვებს. მას, პარლამენტის თავმჯდომარეო მუშაობა მხოლოდ 8 თვე მოუწია.
როგორც კახა კუჭავა აცხადებს, მან თავმჯდომარეობაზე და პარლამენტის წევრობაზე თავად თქვა უარი. მის სავარძელს კი დეპუტატი შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.