გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალზე 52-კმ 106 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ52-კმ106 მოიხსნა ტრაილერების გადაადგილების შეზღუდვა, ხოლო ამავე გზის კმ12-კმ52 მონაკვეთზე, ჯერჯერობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – წერია განცხადებაში.