გომი-ზესტაფონის გზაზე ტრაილერის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალზე  52-კმ 106 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ52-კმ106  მოიხსნა ტრაილერების გადაადგილების შეზღუდვა, ხოლო ამავე გზის კმ12-კმ52 მონაკვეთზე, ჯერჯერობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები