“ომიკრონის” სწრაფი გავრცელების გამო, ევროპის უმეტეს ქვეყანაში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურა

კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” გამო, ევროპის უმეტეს სახელმწიფოში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო, საახალწლო კონცერტები გადაიდო. ასევე დაიკეტა ღამის კლუბებიც, აღნიშნული შეზღუდვა შემდეგი 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  კლუბები დაიკეტა გერმანიაშიც, სადაც იკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, მომდევნო სამი კვირის გამავლობაში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურება შოტლანდიაშიც.

ასევე ჩეხეთში პაბები, კაფეები და რესტორნები მცირე შეზღუდვებით მუშაობენ. თუმცა “ომიკრონის” გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში დაიხურა კლუბები. მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ფინეთშიც, სადაც ბარებისა და რესტორნების უმრავლესობა ღიაა. თუმცა დახურულია ღამის კლუბები. “ომიკრონის” გავრცელების მაღალი რისკების გამო, კლუბები დახურულია საბერძნეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებშიც.

მსგავსი თემები