ბათუმის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ცოლ-ქმარს მ.ა და ლ.ს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, ცოლ-ქმარი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, – 0,94486 გრ. „ბუპრენორფინს“ და 2,79087 გრ. „ჰეროინს“ ინახავდნენ. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა 2018 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ბათუმში ამოიღეს.
ცოლ-ქმარს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის N260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.