კორონავირუსის პანდემიის გლობალური სურათი მზარდია. კერძოდ, მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულია 247 მილიონზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილია 5 მილიონი.
მძიმე ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც და ევროპაშიც. კერძოდ, ბოლო 24 საათში რუსეთში ინფიცირებულია 40 ათასზე მეტი ადამიანი. მაღალია მაჩვენებელი თურქეთშიც. იტალიაში დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 5 ათასი ადამიანი იღუპება.