„პუტინის მძევლობიდან უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი“  – ადვოკატი

დღეს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 32-ე დღეა. როგორც მისი ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, ქართველი ხალხის ვალია მისი გათავისუფლება.

„ქართველი ხალხის და ქართველი საზოგადოების  ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ, რომ პუტინის მძევლობიდან მიხეილ სააკაშილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტი გავათავისუფლოთ . შიმშილობა უკვე ისეთ ფაზაშია, ძალიან მძიმე პერიოდია. აქედან გამომდინარე, ყოველ მოქმედებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ხელისუფლების გაჯიუტება არის პირდაპირი რევანში და ბოროტი განზრახვა“ – აცხადებს ბექა ბასილაია.     

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილს მას უკრაინელი მეუღლე ხვდება. შემდეგ კი ციხეში მისი უფლებადამცველები შევლენ.

მსგავსი თემები