ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – მათი ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოფლის სამ სკოლაში სწავლა ონლაინ, დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მათგანის ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია, რომელიც, თავის მხრივ, ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს წარმოდგენს.

მათ გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა მარტვილში მყოფ პირს, რომლის ინფიცირების წყარო თბილისია, ასევე, ფოთში მცხოვრებ სამ პირს და მათი ინფიცირების წყაროა ბათუმი.

ზუგდიდში კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა კი ასევე ადრე ინფიცირებულის კონტაქტია.

მსგავსი თემები