მას შემდეგ, რაც საქართველო რეფორმებს გაატარებს, ევროკავშირი პროექტების დაფინანსებას გააგრძელებს

„პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა“ – აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც მედიისთვის განცხადება პრეზიდენტის რეზიდენციაში გააკეთა.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი საქართველოში 200-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და მას შემდეგ, რაც საქართველო რეფორმებს გაატარებს, პროექტებიც გაგრძელდება.

„განსაკუთრებით საინტერესოა დღევანდელი ვიზიტი, რადგან პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი.  დღეს გახლავთ ახალი დასწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის შემდგომ თანამშრომლობას, შარლ მიშელმა განაცხადა: „უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგი საფუძველია სამომავლო რეფორმებისთვის. ეს უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, სამართლებრივ რეფორმას და ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას. საქართველო ბევრს იშრომებს, რომ განახორციელოს რეფორმები, რომელიც სასიკეთო შედეგებს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირი გახლავთ 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტის დონორი და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ვიხილავთ ზემოაღნიშნული რეფორმების გაძლიერებას და გაღრმავებას“.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა.   

მსგავსი თემები