“გაყალბებული არჩევნების შემდეგ საუბრის გაგრძელება პლებისციტზე არის ხალხის შეურაცხყოფა” – ირაკლი ღლონტი

პლებისციტთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრი ორად გაიყო, პოლიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ პლებისციტი შეთავაზება ხალხის შეურაცხყოფაა:

„გაყალბებული არჩევნების შემდეგ საუბრის გაგრძელება პლებისციტზე არის ხალხის შეურაცხყოფა. თუკი ვთანხმდებით, რომ ოლიგარქმა მიიტაცა ძალაუფლება, გაუგონარი უპასუხისმგებლობა იქნება დროის გაწელვა და დიქტატურის გზას დამდგარი არაფორმალური მმართველისთვის მაშველი რგოლის გადაგდება !

მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, სამართლიანი, უკომპრომისო ბრძოლისკენ და თავისუფლებისკენ..“ – წერს ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები