როგორია მაჟორიტარების წარდგენის სამზადისი კოჯორში

ერთ საათში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა გახდება საჯარო. ამ წუთებში, კოჯორში პარტიის წევრები, დეპუტატები იკრიბებიან. მაჟორიტართა სიის პრეზენტაცია ღია სივრცეში გაიმართება, რომელსაც მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით დაესწრება. 

წინასწარ ცნობილია რამდენიმე გვარი, რომლებიც მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ. ესენია: გიორგი ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი აბუსერიძე, სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი, ანზორ ბოლქვაძე, გივი ჭიჭინაძე, გოჩა ენუქიძე, დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო.       

კოჯორში, პოლიტიკოსების გარდა, “კოვიდ 19″_ის “გმირი” ექიმებიც იმყოფებიან. მათ შორის, პაატა იმნაძე და ლევან რატიანი.

მსგავსი თემები