ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში, ჩხუბს დაჭრა მოჰყვა, დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორისაა ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა.

დაპირისპირების მოტივი, სავარაუდოდ, მხარეებს შორის წარსულში მომხდარი უთანხმოებაა.

„მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით ზურაბ ზვიადაურსა დაჭრაში სავარაუდო ბრალდებულს შორის დაპირისპირება  ერთ – ერთ ოჯახში სუფრასთან დაიწყო.

ზვიადაურს ჭრილობა მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გვიან ღამემდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები