ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოკითხავენ

ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში დღეს გამოიკითხებიან. ნიკა გვარამია სასამართლოში 11:00 საათზე, ხოლო გიორგი გაბუნია 13:00 საათზეა დაბარებული.

მანამდე ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში უპასუხებენ. უწყებას კითხვები ორივესთან, სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქვს. საქმე ეხება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას. ამ ფაქტის მოკვლევის ფარგლებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. სუსი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, რა კავშირია სპეცოპერაციასა და გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობას შორის.

მსგავსი თემები