მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. გლობალური მასშტაბით, ახალი კორონავირუსით 437 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელებულია 3 883 243 ინფიცირებული.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ-ი იკავებს, შემდეგ არის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით კი პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: აშშ, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და საფრანგეთი.

მსგავსი თემები