ვარკეთილში, ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრით მიყენებულ ზარალს ითვლიან. დამწვარია 4000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ჯიხურები. 

ამ დროისთვის ცეცხლი სრულად არის ლიკვიდირებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

მოვაჭრეების ნაწილმა ტერიტორიიდან გადარჩენილი პროდუქციის ნაწილი უკვე გამოიტანა. მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, მათ დილიდან გზის გადაკეტვაც სცადეს.

თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის განცხადებით, მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე მოხვედრას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც შესაბამისი სამსახური ამის უფლებას მისცემს.

გუშინ გვიან ღამით ვარკეთილის ტერიტორიაზე შერეულ ბაზრობას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ჯიხურების დიდი ნაწილი დაიწვა, მთელი ღამის მანძილზე ბაზრობის ტერიტორიაზე 25 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული და დილამდე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.

მსგავსი თემები