ფეხბურთელთა 20-მა პროცენტმა დეპრესია გადაიტანა სეზონის შეწყვეტის გამო

ბევრმა ფეხბურთელმა დეპრესიული მდგომარეობის სიმპტომები გადაიტანა სეზონის გაჩერების გამო, – წერია პროფესიონალ ფეხბურთელთა მსოფლიო საბჭოს (FIFPro) ანგარიშში.

როგორც ირკვევა, FIFPro-მ 22 მარტიდან 14 აპრილამდე გამოკითხა 1600 მოთამაშე ინგლისიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შედეგების მიხედვით, ფეხბურთელების 22-მა პროცენტმა გამოაცხადა სიმპტომების შესახებ, რომელიც დეპრესიის დიაგნოზს შეესაბამება. გარდა ამისა, მოთამაშეთა 18-მა პროცენტმა აღიარა „გენერალიზებული განგაშის“ მდგომარეობა.

მსგავსი თემები