რომელი უფრო ვერ აკმაყოფილებს საღი აზრის ტესტს, ცეცხლის წამკიდებელი თუ ხელისუფლებაზე დამბრალებელი?- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ოპონენტების ბრალდებებს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ცეცხლის გაჩენასთან დაკაშვირებით:
„ლაივში ცეცხლის წამკიდებელზე რომ იტყვი, ხელისუფლების მოგზავნილიაო, რომელი უფრო ვერ აკმაყოფილებს საღი აზრის ტესტს, ცეცხლის წამკიდებელი თუ ხელისუფლებაზე დამბრალებელი?“- აღნიშნავს ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, 19 აპრილს, მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი განზრახ გააჩინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.