რამდენიმე ევროპული ქვეყანა დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს

რამდენიმე ევროპული ქვეყანა დღეიდან კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს.

დღეიდან გერმანიაში პატარა მაღაზიები გაიხსნება, ასევე სწავლას განაახლებს დამამთვარებელი კლასები. თუმცა მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები, რათა ინფექციის მეორე ტალღა არ წარმოიშვას.

ასევე დღეიდან პოლონეთსა და ნორვეგიაში გაიხსნება პარკები, საბავშვო ბაღები და სკოლები.

ჩეხეთსა და ალბანეთში გაიხსნება ღია ბაზრობები. ესპანეთში კი მომავალი კვირიდან ბავშვებს მცირე ხნით გარეთ გასვლის უფლებას მისცემენ.

მსგავსი თემები