„თუ ჰოპოთეზები წითელა – წითურას და ბცჟ – ს ვაქცინის ეფექტურობაზე მართალია ჩვენ სხვებზე უფრო დაცულები ვიქნებით“ – ამირან გამყრელიძე

„თუ ჰიპოთეზები წუთელა – წითურას და ბცჟ – ს ვაქცინის ეფექტურობაზე მართალია ჩვენ სხვებზე უფრო დაცულები ვიქნებით“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წერს.

მედიკოსების ინფორმაციით ჰიპოთეზები მეცნიერულად გამყარებული არაა, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძეც აღნიშნავდა, თუ მართალი აღმოჩნდება, საქართველო „ბედნიერი“  იქნება, რადგან იმნაძის ინფორმაციითვე საქართველოში, როგორც ახალგაზრდა, ასევე უფროს თაობაში ბცჟ ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა:

„ ამრიგად, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში”

მსგავსი თემები