საცურაო აუზი უბნის ბავშვებისთვის – “მათი რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა”

​თბილისში, დიდ დიღომში, კოპრუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და შიდა ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლონ.

​ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დიმიტრი ტატიშვილი 4 შვილის მამაა. როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს ბავშვები და სურდა, ცხელ ზაფხულს თბილისში დარჩენილი ბავშვები გაეხარებინა.

აუზი ღამის საათებში ააწყო, რათა დილით მეზობელი ბავშვების რეაქცია და ბედნიერი სახეები დაენახა.

“მათი რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან”, – აცხადებს დიმიტრი.

მსგავსი თემები