თბილისში, გლდანის ხიდებზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დღეს, ერთი ადამიანი დაიღუპა.
მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლის მძღოლი გზის საპირისპირო ზოლში გადაისროლა. ახალგაზრდა, სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე დაიღუპა.
როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის N 276 მუხლის 5-ე პუნქტის საფუძველზე, რაც გაუთვალისწინებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთა ითვალისწინებს.