“დინამოს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

  •  

კახა ჩხეტიანი ოფიციალურად თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელია. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია “დინამო არენას” მედია დარბაზში გაიმართა. ჩხეტიანი “დინამოს” ორი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.

“შევეცდებით ის დასახული მიზნები შევასრულოთ, რაც სეზონის წინ გვექნება. ძირითადი ბირთვი აუცილებლად შენარჩუნდება, მაგრამ გაძლიერების გარეშეც არ გამოვა, რადგან გუნდში კონკურენცია უნდა იყოს. მოლაპარაკებები როინ კვასხვაძესთან ნამდვილად გვაქვს, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს,” – განაცხადა ჩხეტიანმა.

“დინამომდე” კახა ჩხეტიანი სამი წლის მანძილზე ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობდა, ქუთაისის კლუბმა საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

მსგავსი თემები