საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა. განცხადება მან ამის შესახებ ცოტახნის წინ გააკეთა.

“მე ვტოვებ უმრავლესობას და ვტოვებ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ ის პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, იყო პრინციპული, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმაც დატოვეს.

დღეს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო. 

https://mcm.ge/შვიდი-დეპუტატი-თამარ-ჩუგ/

მსგავსი თემები