„ამ ადამიანზე წესის აგება არ შეიძლება, ეს არის სექტა“ – დეკანოზი გარდაცვლილ ბიჭზე

ავარიაში გარდაცვლილ 24 წლის ახალგაზრდას, ამ დრომდე იმიტომ ვერ კრძალავენ, რომ ეკლესია მისთვის წესის აგებაზე უარს აცხადებს. მიზეზი კი ახალგაზრდისთვის, „გირჩის“ მიერ, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმთავრის სტატუსის მინიჭებაა. შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის ასარიდებლად, „გირჩმა“ შექმნა ე.წ. რელიგიური ორგანიზაცია, რომლის წევრებსაც შეუძლიათ, ჯარზე უარი თქვან.

როგორც დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ადამიანისთვის წესის აგება არაფრით შეიძლება.

„ამ ადამიანზე, წესის აგება არანაირად არ შეიძლება. იგივე, როგორც სხვა სექტის წარმომადგენელთან. ადამიანი როცა თავისუფალია  ირჩევს  ამ ან იმ გზას. „გირჩი“ არის ჩვეულებრივი სექტა.  ეს ადამიანი იყო სექტის წევრი. მშობლებს ვუსამძიმრებ, მაგრამ ამ ადამიანს მანამდე უნდა მოენანიებინა სანამ ცოცხალი იყო. მშობლებს მანამდე უნდა შეეგონებინათ მისთვის. მორწმუნე ადამიანი ვერანაირად ვერ იქნება „გირჩის“ წევრი“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

სასულიერო პირმა კიდევ ერთი შემთხვევა გაიხსენა, რომელიც ნარკოტიკებით გარდაცვლილ ახალგაზრდას ეხება.

„გუშინ, ჩემი მეზობელი გარდაიცვალა ნარკოტიკებით, 40 წლის ახალგაზრდა.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ნარკოტეკებით იღუპებიან. მოვიდნენ ჩემთან და მკითხეს რა გავაკთოთო. მაპატიეთ, მაგრამ ვერაფერს გავაკეთებთ. ასეთ შემთხვევებზე წესის აგება ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში –  როცა ადამიანი არის შეურაცხადი და მოაქვთ ცნობა ფსიქიატრისგან“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

https://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%90-24-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%92%e1%83%90/?fbclid=IwAR0_bi5QM0a8u8Z_sQUqrWgln27pTlgvivLPoejekvs2dfvA6JTi8hh9whw

მსგავსი თემები