იაპონიას ტაიფუნი უახლოვდება, საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

„იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“ – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ იაპონიას ტაიფუნი სულ რაღაც ერთი თვის წინა დაატყდა თავს.  ქარიშხლის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევდა. შედეგად, ათასობით ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა, რამდენიმე ადამიანი კი დაიღუპა.

მსგავსი თემები