პროკურატურა სექსუალური ძალადობის მცდელობაში ბრალდებული დეპუტატისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს. დაზარალებულ თამთა თოდაძის სურვილი, რომ საკრებულოს მაჟორიტარისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ, საგამოძიებო უწყებამ არ გაითვალისწინა.
საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ 12:30 საათზე ჩაინიშნა. სავარაუდოდ, სხდომა “ნიუ ჰოსპიტალში” გაიმართება, სადაც რამდენიმე დღეა ილია ჯიშკარიანი მკურნალობს.
ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.