“ჰეზბოლას” ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

ისრაელის მედიის ინფორმაციით, “ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ხამენეის ირანის ტერიტორია არ დაუტოვებია და იმ ადგილას, სადაც გადაიყვანეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.

 

მსგავსი თემები