,,ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრობს დღეს ჩვენს ბიჭებს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ” – კალაძე

თბილისის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიასთან მატჩამდე წარმატებები უსურვა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა ჩვენს ეროვნულ ნაკრები წარმატებები, გამარჯვება ვუსურვო. ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრობს დღეს ჩვენს ბიჭებს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოსა და პორტუგალიას შორის გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, გელზენკირხენში გაიმართება. ჯგუფიდან გასასვლელად „ჯვაროსნებს“ მოგება სჭირდებათ.

მსგავსი თემები