,,უკრაინელებმა სექტემბრის შემდეგ მოწინააღმდეგის 500-მდე დრონი ჩამოაგდეს”- იური იგნატი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ სექტემბრიდან მოწინააღმდეგის კუთვნილი 500-მდე „კამიკაძე-დრონი“ Shahed -ი ჩამოაგდო.

“ჩვენ ვანადგურებთ დრონებს. როგორც ხედავთ, ორ დღეში – ახალი წლის ღამეს და მეორე დღეს 84 დრონი ჩამოვაგდეთ. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაშვებული დრონების 100% გაანადგურეს. ასეთი შედეგები აქამდე არასოდეს ყოფილა მიღწეული. 11 სექტემბრის შემდეგ ჩამოგდებული დრონების რაოდენობა 500-ს უახლოვდება“, – განაცხადა იგნატმა.

მსგავსი თემები