,,მცდელობა და სურვილია, საქართველოში ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს” – მდინარაძე

,,მცდელობა და სურვილია, საქართველოში ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საქართველოში მცდელობა და სურვილია, რომ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები. არჩევნებამდე სულ ასეთი დღის წესრიგი და პოლიტიკური დარტყმები იქნება, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ მათ ქვეყანას წარმოადგენდეს აგენტურა და არა ის ადამიანები, რომლებიც კონსტიტუციური დათქმის შესრულებას ღირსებით ცდილობენ, ცდილობენ ორ ფეხზე დგომით, მშვიდობით, დემოკრატიული, ევროპული გზით და არა ომით. როგორც კი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, ეცდებიან, საქართველო ომში ჩაერთოს, ქვეყანა ჩამოიშალოს. ამას ხელისუფლება კი არა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს. სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარტყმები სულ იქნება. ახლა არჩევნების ლეგიტიმაციაზე დაიწყეს საუბარი ამდენი თვით ადრე. ეს მაშინ, როცა ელექტრონული არჩევნები იქნება და წინასაც დემოკრატიულობის თვალსაზრისით ვერაფერი დაუწუნეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები